პარლამენტი თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის შესახებ აუდიტის სამსახურის ანგარიშს შეისწავლის
საქართველო, 18 ნოემბერი,
საქინფორმი. პარლამენტის ნდობის ჯგუფი იმ დოკუმენტაციის შესწავლას დაიწყებს, რომელიც თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის შესახებ სახელწიფო აუდიტის სამსახურმა მიაწოდა.
დასკვნას საკნონმდებლო ორგანოში მიმდინარე კვირას განიხილავენ. დოკუმენტი თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის ბოლო სამ წელს მოიცავს.
აუდიტის სამსახურმა 2011, 2012 და 2013 წლის პირველი ნახევრის შესწავლა ირაკლი ალასანიას მოთხოვნით, ჯერ კიდევ მისი მინისტრობის პერიოდში დაიწყო. დეპუტატთა თქმით, მათ სახელწიფო აუდიტის სამსახურიდან სხვა სამინისტორების საქმიანობის შესახებ არსებული დოკუმენტაციაც გამოითხოვეს.