კორუფციული რისკების ინდექსით საქართველო მსოფლიოში მე-11 ადგილზეა
საქართველო, 18 ნოემბერი,
საქინფორმი. კორუფციის რისკების ინდექსი „
Trace International“-მა „
RAND Corporation“-თან თანამშრომლობით შეიმუშავა. „Trace“-ის მატრიცა რისკების შეფასების პირველი გლობალური ინსტრუმენტია, რომელიც საშუალებას აძლევს ბიზნესს, ქვეყანაში არსებული კორუფციული რისკები შეაფასოს. საქართველოს მოსდევს ისეთი ქვეყნები, როგორიცაა
ნორვეგია, ჰოლანდია, საფრანგეთი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი და
ავსტრია. კვლევის მასშტაბიდან გამომდინარე, საქართველოს რეიტინგი უპრეცედენტოა.
კვლევა 197 ქვეყანას მოიცავს. საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რომელიც, ამავე დროს, ანტიკორუფციული საბჭოს ხელმძღვანელიცაა, იმედოვნებს, რომ 2016 წლისთვის საქართველო პირველ ათეულში შევა.