საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
„ისე გაუჭირდა ივანიშვილს, რომ მუმიფიცირებული ჟურნალისტები საიდანღაც დააბრუნა და "რუსთავი 2”-ის კადრებს იპარავს, რომლის გაშვება იმით გაამართლეს, რომ საახალწლო კურიოზებს შეადარეს. ერთადერთი პრობლემა აქ ის არის, რომ საახალწლო კურიოზებად ტელევიზიები, როგორც წესი, საკუთარ კადრებს უშვებენ და არა მოპარულს, ხოლო ივანიშვილის ნაყიდ ტელევიზიებს ნოემბერის შუა რიცხვებში ახალი წელი ელანდებათ. ან უბრალოდ ისე დაშინდნენ გუშინდელით, რომ ჰგონიათ ახალ წლამდე ვეღარ მიატანენ. ეს ყველაფერი ვარდების რევოლუციის წინა თვეებს მაგონებს. ისე კი, ვისაც მართლა აინტერესებს გუშინდელ კიევის აქციას ესწრებოდნენ რუსეთ-უკრაინის ომის გმირები. სამოქალაქო სექტორის ლიდერები, დეპუტატები და ევროვიზიის გამარჯვებული - რუსლანა, ასევე უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანები. ამ ხალხს მადლობა უნდა ვუთხრათ სოლიდარობისთვის და ჩვენ კი, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ჩვენი ბრძოლა სამართლიანია და აუცილებლად სწორად დაგვირგვინდება!“