სამართალი
„ჩვენ გვჭირდება, რომ ჯარში დავიბრუნოთ სრულყოფილი, სრულფასოვანი ჯარისკაცები, ოფიცრები, სერჟანტები. ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. პროექტი კიდევ უფრო გაღრმავდება და უფრო ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს“, - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრში საომარ მოქმედებებსა და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის დროს დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები ათდღიან რეაბილიტაციისა და დასვენების კურსს გადიან.
რეაბილიტაციის ცენტრმა, რომელიც წეროვანის პრეზიდენტის ყოფილ რეზიდენციაშია განთავსებული, ფუნქციონირება 9 იანვარს დაიწყო და უკვე სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მერვე ნაკადს მასპინძლობს.