თავდაცვის სამინისტროს განცხადება: ავღანეთში, ბაგრამის სამხედრო ბაზაზე სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა
საქართველო, 17 ნოემბერი,
საქინფორმი. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი მაშინ აიფეთქა, როდესაც ქართველი სამხედროები პატრულირებას ახორციელებდნენ.
შემთხვევის დროს მსუბუქად დაშავდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-5 ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის რიგითი გიორგი თამაზის ძე ტუსიაშვილი და კაპიტანი მიხეილ შოთას ძე ლიპარტელიანი. მათ ბაგრამის ბაზის სამხედრო ჰოსპიტალში გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ფეხში მსუბუქად დაიჭრა მაიორი ზაზა ცეზარის ძე თურმანიძე, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა. მაიორი თურმანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.