საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ დამფუძნებელ ჯორჯ სოროსს შეხვდა

sazog-3-mtსაქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. მხარეებმა სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ხელშეწყობის აუცილებლობაზე ისაუბრეს და დასავლეთთან ურთიერთობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სამოქალაქო სექტორის მნიშვნელობა და მისი აქტიურობის საკითხები იყო.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ჯორჯ სოროსი საქართველოს ორგანიზაციის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეწვია. მოგვიანებით გიორგი მარგველაშვილი „ღია საზოგადოების ფონდების" ორგანიზაციის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებას - საიუბილეო გალა-მიღებას დაესწრო.

sazog-3-qv