საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი "ღია საზოგადოების ფონდების" ორგანიზაციის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო

saz-2-mtსაქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. ქვეყნის  პირველმა პირმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ფონდს იუბილე მიულოცა. გიორგი მარგელაშვილმა პრაღაში სწავლის პერიოდი გაიხსენა (1993-1994 წლებში "ღია საზოგადოების ფონდების" სტიპენდიანტი იყო), სადაც პირველად შეხვდა ჯორჯ სოროსს.

საქართველოს პრეზიდენტმა ფონდის დამფუძნებელს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში მოღვაწეობას ფონდი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

საიუბილეო გალა-მიღებაზე ფონდის დამფუძნებელი ჯორჯ სოროსი იმყოფებოდა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ფონდის პარტნიორი ორგანიზაციები, აგრეთვე, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო  ორგანიზაციების, პარლამენტის, მთავრობისა და მედიის წარმომადგენლები.

saz-2-1 saz-2-3
saz-2-2 saz-2-4