პოლიტიკა
საქინფორმი: ჯალათი სააკაშვილის მმართველი პარტია, რომელიც ჯერ კიდევ ორი წლის წინ საქართველოს თავზარს სცემდა, დღეს სულ 3 ათას კაცს ითვლის, რომლებიც შაბათს, თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე გამართულ მიტინგზე შეიკრიბნენ

polit-2-anal-1-mtavarსაქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. 2014 წლის 15 ნოემბერს თბილისში გაიმართა საქართველოს ექსმმართველი პარტია „მიხეილ სააკშვილის ნაციონალური მოძრაობის“ ფართოდ რეკლამირებული აქცია. რის მაჩვენებლად იქცა ეს ღონისძიება, რომელიც თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, როგორც თბილისური „მაიდანის“ დასაწყისი?

მიტინგი საქმის ცოდნით იყო ორგანიზებული. მთავარი ლოზუნგი - „არა - რუსეთის ანექსიას!“ შემთხვევით როდი შეირჩა და არა მარტო იმიტომ, რომ  მის ქვეშ, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა გერთიანებულიყო. აქციას ამ ლოზუნგით მართავდა სწორედ ის ყოფილი ხელისუფლება, რომლის წყალობითაც საქართველომ თავისი ტერიტორიები დაკარგა, თუმცა ამ ცბიერ პიარ-სვლას ეს ყველასთვის უნდა დაევიწყებინა.

„ნაციონალების“ მიტინგზე 2-ჯერ მეტი მონაწილე იყო, ვიდრე გასულ წელს - დაახლოებით 3 ათასი, ანუ, „თავისუფალი ზონის“ ყველა წევრი და პარტია „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები მთელი საქართველოს მასშტაბით. თუმცა, სააკაშვილის ტელევიზია „რუსთავი 2“-მა ათასობით ათას მომიტინგეზე განაცხადა...

„თავისუფალი ზონის“ ხელმძღვანელთა ჩინებული მუშაობის წყალობით, ორგანიზებული იყო მათი ტრანსპორტირება საქართველოს ყველა რაიონიდან დროულად - 16 საათისთვის, რესპუბლიკის მოედნიდან - რუსთაველის პროსპექტის გავლით - პარლამენტის ძველი შენობისკენ მსვლელობის დასაწყისისთვის.

ატრიბუტიკა - ნატოს, აშშ-ის, ევროკავშირის დროშები; ტექუზრუნველყოფა - აპარატურა და უზარმაზარი ეკრანი, რომლის მეშვეობითაც მომიტინგეებს კიევიდან სიტყვით მიმართა სააკაშვილმა, რომელმაც იქაც ორასამდე მომხრე შეკრიბა: სასულე სამგლოვიარო ორკესტრი შპს „ჰერმესიდან“ და ცნობილი სახეები - პოეტი დეფი დეფექტი, ქვრივი ქეთათო მწუხარე, მუსიკოსი ზუმბა-იუმბა და ფოტოგრაფი ჟოპ პანფილოვი - ყველა გამოცხადდა სრული აღჭურვილობით.

გაცილებით სუსტად იყვნენ მომზადებული სიტყვით გამომსვლელი ნაციონალ-აქტივისტები და თავად „მიხეილ კიევსკი“: ანტირუსული სიცრუე და ბრალდებები „პუტინის ხელისბიჭების“ - ივანიშვილისა და ღარიბაშვილისადმი - უკვე დიდი ხანია, ყველას მობეზრდა და რომ არა ბენდუქიძის უცაბედი გარდაცვალება, რომელიც სწორედ აქციის წინა დღეს დაემთხვა და რითაც სააკაშვილი 2 დღე სპეკულირებდა, აქედან მაქსიმალური პიარის გამოსაწურად, საერთოდ მოწყენილობა დაისადგურებდა.

ბინძურმა არამზადა სააკიანმა გარდაცვლილი, ჯერაც ცხედრის გაციებამდე, პრაქტიკულად საქართველოს მოღალატედ და საშიშ სისხლის სამართლის დამნაშავედ გამოცხადა და თქვა, რომ მილიარდერი ბენდუქიძე, მასთან - სააკაშვილთან, ერთად დღე და ღამე აქტიურად მონაწილეობდა არა მარტო ამ მიტინგის, არამედ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მომზადებაში, არა უგვიანეს 6 თვისა ღარიბაშვილი-ივანიშვილის ხელისუფლების დამხობის მიზნით!

დასასრულ, „ნაციონალებმა“ განაცხადეს, რომ ასეთ მიტინგებს უფრო ხშირად მოაწყობენ უახლოეს მომავალში, რაც საქართველოში უმრავლესობისთვის კატეგორიულად მიუღებელია. თუმცა, ხელისშეშლა მათთვის არ ღირს - დაე ჩაატარონ აქციები, სანამ სააკაშვილს ფული არ გამოელევა! ასეთი ღონისძიების ორგანიზება ხომ ძალიან ძვირი ჯდება...

polit-2-anali-1-qvem