ალექსი პეტრიაშვილი: „ეს პირდაპირ უკავშირდება ღარიბაშვილის გუნდის მხრიდან ალასანიას დევნას“
საქართველო, 14 ნოემბერი,
საქინფორმი. თავდაცვის სამინისტროში აღმოჩენილ ახალ დანაშაულს
ალექსი პეტრიაშვილი პრემიერის გუნდის მხრიდან
ალასანიას დევნას უკავშირებს. პეტრიაშვილის შეფასებით, ამ პროცესში ჩართულია
ღარიბაშვილის საკანონმდებლო ფრთაც და არის მცდელობები, რომ საქმეები შეიკეროს.
უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე კი აცხადებს, რომ სახელმწიფო აუდიტის მიერ თავდაცვის სამინისტროს შესახებ მოპოვებული მასალები ბევრ კითხვას ბადებს. აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული შემოწმების მასალები პარლამენტში რამდენიმე დღეში გადაიგზავნება.