სამართალი
ჩამომხრჩვალი მამაკაცი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი იყო

1-Camomxrchvali-samart-2საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. 31 წლის ლადო ქერდიყოშვილი, რომელიც სოფელ ხიდისთავში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი იყო. ამის შესახებ განცხადებას თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.

"საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ვლადიმერ მერაბის ძე ქერდიყოშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

ვლადიმერ ქერდიყოშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 5 თებერვლიდან ირიცხებოდა. კაპრალს გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალებში მხარდამჭერი ბატალიონის კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო სისტემების ასეულისტიპის რადიო კავშირების მანქანების ჯგუფის რადიოოპერატორის პოზიცია ეკავა.

საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.