აქტუალური
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს შეხვდა

1-nazarbaev-aqtual-3საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. აკორდას სასახლეში  შეხვედრისას მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების  გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საქართველო ყაზახეთს მეგობარ სახელმწიფოდ და უმნიშვნელოვანეს პარტნიორად მიიჩნევს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ნურსულთან ნაზარბაევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისმხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი.  შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერები - ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრები, გიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრნენ.