გუგული მაღრაძე: ''წარმომადგენლობით სახალხო კრებას'' ''ქალთა პარტია'' შეუერთდება!
''ქალთა პარტიის" თავმჯდომარემ გუგული მაღრაძემ განაცხადა, რომ პარტია დღეს ''წარმომადგენლობით სახალხო კრებას'' მხარდამჭერის სტატუსით შეუერთდება. "დღეს, როდესაც საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დროებით დაკარგულია, მოსახლეობის უმრავლესობა - გაღატაკებული, ქვეყანას უზარმაზარი საგარეო ვალები აქვს და, რაც მთავარია, განვითარების არანაირი შანსი არ ჩანს, საჭიროა, საზოგადოების ფართო მასების მიმდინარე პოლიტიკურ ყოველდღიურობაში ჩართვა და მოსახლეობის სამოქალაქო აქტივობისთვის ახალი სივრცეების შექმნა.
''წარმომადგენლობითი სახალხო კრება'' ამ ამოცანის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი ორგანიზმია, რომლის დაფუძნების პროცესი ახლა მიმდინარეობს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ, როცა საზოგადოება ასეთ ინიციატივას იჩენს, ყველა ოპოზიციური პარტიის გაერთიანება დროული და აუცილებელია, რათა ჩვენი მიზანი - ხელისუფლების შეცვლა განვახორციელოთ", - განაცხადა მაღრაძემ.