პოლიტიკა
“ალასანიას რაც შეეხება, „დემოკრატები”, “რესპუბლიკელები” და “ნაციონალები“ - სამივე მაკკეინის ხელიდან იკვებება…” - საქინფორმის მკითხველი
1Alsa-polit-2საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. ჩანს, აშშ მიხვდა, რომ არც კოაბიტაციამ გაამართლა და ვერც „ოპოზიციად“ აღიქვამს ხალხი მათ. ამიტომ, ვფიქრობ, ალასანიათი, როგორც უფრო მისაღები და „კონსტრუქციული ოპოზიციით“, ჩაანაცვლებენ შემდგომ “ნაცებს”, და  აშშ-ის მსგავსად, შესაძლოა მივიღოთ  „დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ მონაცვლეობა. თუმცა, ღარიბაშვილმა, ალასანიას კორუფციული სქემის გახსნით, მისი პარტიის იმიჯი უკვე შელახა. ახლა „რესპუბლიკელების“ ჯერია,  ვნახოთ! და საერთოდ, შესაძლოა, თავიდანვე ყველაფერი ასე იყო გათვლილი „დიდი ჭადრაკის დაფაზე“?!