შსს-მ თელავში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
საქართველო, 13 ნოემბერი,
საქინფორმი. შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები
ჰალდუმ ს. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში, საქონლის ფერმის ჩხრეკისას, ჰალდუმ ს-ს მიერ გადამალული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 527 საბრძოლო ვაზნა, „ა-კა-ემ“-ის და „აკ-74“-ის მოდელის არარეგისტრირებული 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 3 მჭიდი და 1 კონდახი ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.