სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

1-MVD-samart-2საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

„შს სამინისტროს სახელით ინტერნეტ-სივრცეში ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ შსს-ს მიერ აღმოჩენილია მომხმარებლის მიერ პედოფილიის, ძალადობის და გეი-პორნოს ელემენტების შემცველი მასალების დათვალიერებასა და კოპირებასთან დაკავშირებული დარღვევები. იმავე შეტყობინებაში საუბარია, თითქოს მომხმარებლის კომპიუტერი დაიბლოკა უსაფრთხოების მიზნით, საქართველოს რესპუბლიკის კანონის დარღვევის გამო, პორნოგრაფიული შინაარსის მასალების დათვალიერების დროს. 12 საათის განმავლობაში სისხლის სამართლის საქმე გადაეცემა სასამართლოს. ამავე ვებ-გვერდზე ვრცელდება მოთხოვნა 12 საათის განმავლობაში 87-ლარიანი ჯარიმის გადახდის შესახებ.
გაცნობებთ, რომ აღნიშნული ქმედება არ ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და სიმართლეს არ შეესაბამება.
მოქალაქეებს მოვუწოდებთ, კომპიუტერში მსგავსი სახის შეტყობინების გამოჩენისთანავე აცნობონ სამართალდამცველებს და განცხადებით მიმართონ სამინისტროს ან პოლიციას საცხოვრებელი მისამართის მიხედვით“.