სამართალი
ფული და არა ძალადობა ჰომოსესუალური ორიენტაციის გამო! - შსს-მ საბი ბერიანის მკვლელი - ლევან კ. დააკავა

1dengi-sam-1-mtსაქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს, ვაკე-საბურთალოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოების თანამშრომლებმა თბილისში მცხოვრები ლევან კ. მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ლევან კ-მ 11 ნოემბერს, ღამით, პეკინის ქუჩაზე, დროებით საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას, დანით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა ნაცნობ ბექა ბ-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიებით დგინდება, რომ ურთიერთშელაპარაკება თანხის გამო მოხდა, რომელიც ბრალდებულმა ბექა ბ-ს რამდენიმე თვის წინ ასესხა და ამ თანხის დაბრუნებას სთხოვდა. ლევან კ-მ, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით, ბექა ბ-ს დროებით საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

სამართალდამცველებმა ლევან კ. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. მკვლელობის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

1dengi-1 1dengi-2
1dengi-3 1dengi-4
1dengi-5 1dengi-6
1dengi-7 1dengi-8