აქტუალური
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნაციონალური ტელეკომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა

1tele-akt-1საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი.  სახელმწიფოს მეთაური მედიაში არსებული მდგომარეობით დაინტერესდა. კომპანიების წარმომადგენლებმა პრობლემურ თემებად სოციალური და კომერციული რეკლამების, ასევე ფინანსური გამჭირვალობის შესახებ კანონები დაასახელეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში მსგავსი ფორმატით მომავალშიც შეიკრიბებიან. მედია ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, მათთვის მეტად საინტერესოა მსგავსი ფორმატით პრეზიდენტთან ურთიერთობა.

ქვეყნის პირველი პირი მსგავსი შეხვედრების გამართვას მომავალშიც გეგმავს, მათ შორის რეგიონალური მედიის წარმომადგენლებთან.