საზოგადოება
320 იძულებით გადაადგილებული პირისთვის ზუგდიდში საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

1komplex-sazog-3საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო  დევნილთათვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, ზუგდიდში 10 ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ახორციელებს. აღნიშნულ დასახლებაში, 320 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს ბინას. მიმდინარე სამუშაოები გუშინ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა დაათვალიერა.

დევნილთა კორპუსების მშენებლობაზე 200 პირი დასაქმდა. აქედან, 150 ადგილობრივი მოსახლეა, ხოლო 50-იძულებით გადაადგილებული პირი. პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 10 339 000 ლარს შეადგენს.