პოლიტიკა
უშიშროების საბჭოს მდივანი გენერალ გარი ჯონსონს შეხვდა

1-sekretar-polit-2საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს საგარეო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სფეროში გენერალ გარი ჯონსონს შეხვდა.
შეხვედრაზე ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ ახალი ორგანული კანონი და საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

საუბარი შეეხო საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის პარტნიორულ ურთიერთობებს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. ირინე იმერლიშვილმა და სერ გარი ჯონსონმა საქართველოში განვითარებულ მოვლებზე და რეგიონში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.