პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დაიწყო

1raboCi-polit-1საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. ასტანას საერთაშორისო აეროპორტში მისი დახვედრის საზეიმო ცერემონია გაიმართა.
ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს და პრემიერ-მინისტრ კარიმ მასიმოვს შეხვდა. დაგეგმილია ორი ქვეყნის დელეგაციების გაფართოებული მოლაპარაკებები.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებიან ვიცე-პრემიერები - ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრები, გიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.