სამართალი
შს მინისტრის მოადგილემ ოჯახში ძალადობის საკითხებზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა გადამზადების კურსი გახსნა

Kurs-sam-3საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს სს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან ერთად, ოჯახში ძალადობის საკითხებზე შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა გადამზადების კურსი შსს-ს აკადემიაში გახსნა.

აღნიშნული კურსის მიზანია სამართალდამცველების კვალიფიკაციის ამაღლება მსხვერპლთან, მოძალადესთან, მოწმესთან კომუნიკაციის პრობლემის იდენტიფიცირებისა და სამართლებრივად სწორად გადაწყვეტის კუთხით.

გადამზადების ანალოგიური კურსი, შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებისთვის წელს რამდენიმე თვის განმავლობაში ტარდებოდა.

„ჩვენ ასევე შევქმენით კომისია, რომელიც ერთგვარ კოორდინაციას უწევს ყველა იმ პოლიციელს, რომელიც ჩართულია ამ საქმეში, კერძოდ რასაც ჰქვია შემაკავებელი ორდერის გამოცემა, ანუ პრევენციული მიზნით მოქმედება, რათა თავიდან იქნას აცილებული ძალადობა ოჯახში“, - განაცხადა ლევან იზორიამ.