შსს-მ უკანონო იარაღი და ვაზნები ამოიღო
საქართველო, 12 ნოემბერი,
საქინფორმი. შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ქალაქ ახალციხეში მცხოვრები
ალი დ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა ასპინძის რაიონში, საზაფხულო საძოვრებზე, ე.წ. „ზედა რაყისი“-ს ტერიტორიაზე, ალი დ-ს საზაფხულო ბინის ჩხრეკისას „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 98 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.