სამართალი
შს მინისტრის მოადგილემ შიდა ქართლში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საგუშაგოები მოინახულა

zam-sam-1საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გენერალ-მაიორი ვახტანგ გომელაური, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ადმინისტრაციის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საგუშაგოებს ესტუმრა. ვახტანგ გომელაური შეხვდა და გაესაუბრა პირად შემადგენლობას, მათ საყოფაცხოვრებო და სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო.

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საგუშაგოებზე  ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება-განახლება მიმდინარეობს.