აქტუალური
გიორგი კახიანი: „თეორიულად შესაძლებელია, რომ ზურაბ აბაშიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერად დარჩეს“

Kaxiani-akt-2საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით, უმრავლესობა გადაწყვეტს, დარჩებიან თუ არა კომიტეტების თავმჯდომარეებად "თავისუფალი დემოკრატების" წევრები.

"ჩნდება კითხვა, შესაძლებელია თუ არა უმრავლესობის კვოტით არჩეული ზურაბ აბაშიძე ვიცე-სპიკერად დარჩეს თუ არა. რეგლამენტის მიხედვით, ასეთი აკრძალვა არ არსებობს. თეორიულად შესაძლებელია ზურაბ აბაშიძე ვიცე-სპიკერად დარჩეს, თუმცა მეორე მხრივ, ჩნდება კითხვა: გარკვეულწილად ლოგიკას შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს უმრავლესობის მიერ დასახელებული თავმჯდომარის მოადგილე არ იყოს უმრავლესობის წევრი. ეს არის უმრავლესობის მიერ გადასაწყვეტი საკითხი", -  განმარტა გიორგი კახიანმა.

რაც შეეხება კომიტეტების თავმჯდომარეებს, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, კახიანის განმარტებით, შეუძლია საპარლამენტო უმრავლესობას, რადგან ამ გადაწყვეტილების მიღება სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ხდება.