აქტუალური
ბათუ ქუთელია: „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით საპარლამენტო კომისია უნდა შეიქმნას"

Batu-akt-1საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი.  თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის შექმნას აუცილებლად მიიჩნევს უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ბათუ ქუთელია.
გამოძიებულ უნდა იქნას პირველ რიგში, როგორც სამართლებრივ-პროცესუალური, ასევე შინაარსობრივი მხარე ამ საქმის ბუნებრივია, შეკითხვები უნდა იყოს ამოწურული. სანამ ეს საკითხები და სხვა საკითხები დარჩება ასე ჰაერში გამოკიდებული, ეს თემა მუდმივად გააგრძელებს ზიანის მიყენებას ჩვენი ქვეყნის ამოცანებისთვის როგორც საგარეო პოლიტიკის კუთხით, ისე ქვეყნის შიგნით არაჯანსაღი პოლიტიკური გარემოს შექმნით“, - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების საქმეზე სამინისტროს ხუთი თანამშრომელი დააკავეს, რომლებსაც წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. პროკურატურა მაღალჩინოსნებს 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვას ედავება.