პოლიტიკა
იანოშ ჰერმანი: „ევროკავშირი ძალიან აფასებს საქართველოს წვლილს ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში - ცენტრალურ აფრიკასა და მალიში“

German-pol-2საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ თავდაცვის უწყებაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ელჩ იანოშ ჰერმანს უმასპინძლა.
საუბრის მთავარი თემა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობა და ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები იყო.

ვისაუბრეთ, როგორც განვლილ პერიოდზე, განვლილ თანამშრომლობაზე, ასევე, სამომავლო პერსპექტივებზე. მათი მხრიდან სრული მზადყოფნაა იმისათვის, რომ თანამშრომლობა როგორც ევროკავშირის, ასევე, ევროკავშირის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

გასულ წელს ევროკავშირმა საქართველოსთან ხელი მოაწერა  ხელშეკრულებას ერთიანი საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის თაობაზე. ეს ჩარჩო-ხელშეკრულება ძალაში  მიმდინარე წლის მარტში შევიდა... ევროკავშირი ძალიან აფასებს საქართველოს წვლილს ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში - ცენტრალურ აფრიკასა და მალიში. იმედი მაქვს ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“,- განაცხადა, თავის მხრივ, იანოშ ჰერმანმა.