პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „საქართველოს ჯარი, ჩვენი სიამაყე, არის და იქნება აპოლიტიკური და არ დავუშვებთ შეიარაღებული ძალების პოლიტიზებას“

1-Sil-polit-1საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრსა და  გენერალური შტაბის უფროსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის მთავარი თემა ქართული ჯარის განვითარების პერსპექტივები და  სამომავლო გეგმები იყო.

თავდაცვის მინისტრთან და გენშტაბის უფროსთან ერთად, შევაჯამეთ ბოლო დღეებში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები და შევთანხმდით იმაზე, რომ საქართველოს ჯარი, ჩვენი სიამაყე, არის და იქნება აპოლიტიკური და ჩვენ ამ კურსს აუცილებლად შევინარჩუნებთ. საქართველოს მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რათა ხელი შეუწყოს ჯარის განვითარებას, მისი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, წინსვლას და ჯარისკაცების პირობების გაუმჯობესებას,“–აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.