სამართალი
"ორი წლის მანძილზე, როდესაც მე ამ თანამდებობაზე ვმუშაობდი და დღე და ღამე ვიყავი სამშობლოს სამსახურში, ვაკეთებდი ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოს უპირველესი ამოცანები შესრულებულიყო, ასეთი ბრალდება არის აბსოლუტურად აბსურდული და მე ასეთ ბრალდებაზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ",- განაცხადა ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერი ღარიბაშვილის განცხადებით, ყოფილმა მინისტრებმა საკუთარი განცხადებებით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი არ იყვნენ მოწოდებულნი ემსახურათ სახელმწიფოსთვის, მათ რეალურად სრულად ჩამოიხსნეს ნიღაბი და გამოაჩინეს საკუთარი სახე.