სამართალი
გვიან ღამით მომხდარ ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

avariaგორის რაიონის სოფელ ქიწნისთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომანქანა შეშით დატვირთულ ტრაქტორს შეეჯახა. ინციდენტის დროს "მერსედესში" ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. სამი მათგანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, გადარჩენილი ერთი მგზავრი კი მრავლობითი დაზიანებებით სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ავტომანქანიდან ცხედრების ამოსაყვანად მაშველებს სპეციალური ტექნიკის გამოყენება დასჭირდათ. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ავარიის გამომწვევ მიზეზად ,,მერსედესის’’ მძღოლის მიერ გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.