სამართალი
შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ და აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა სისხლის სამართლებრივი გამოძიების ინსტრუქტორთა კურსი გახსნეს
Izoria-samart-1საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. სისხლის სამართლის გამოძიების ინსტრუქტორთა 6-კვირიანი კურსი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მიერ არის ინიცირებული და ორგანიზებული. კურსის საზეიმო გახსნის ცერემონიას შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი, აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ხელმძღვანელი ტრეისი ნიუველი, მრჩეველი პოლიციის საკითხებში მაიკლ უილსონი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. აღნიშნული კურსი განკუთვნილია შს სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და მთავარი პროკურატურის გამომძიებლებისა და პროკურორებისთვის. ინსტრუქტორთა მომზადების კურსს შეერთებული შტატების გამოცდილი სამართალდამცავი და სამართლის მცოდნე სპეციალისტები გაუძღვებიან. კურსი მიზნად ისახავს ინსტრუქტორების მომზადებას სისხლის სამართლის გამოძიების საბაზისო სტანდარტული პროგრამით, რომელიც ადაპტირებულია საქართველოს კანონმდებლობასთან.