აქტუალური
ირაკლი ალასანია: "ღარიბაშვილი აზიანებს საქართველოს და პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტს"

USerb-aqtual-3საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. არასერიოზული და ქვეყნისთვის საზიანო - ასე აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებებს.

ასეთი განცხადებით პრემიერ-მინისტრი აზიანებს საქართველოსაც, ჩვენს საერთაშორისო იმიჯს და პირადად პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტს. ერთადერთი და მთავარი, რასაც ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენს პარტნიორებთან საზღვარგარეთ ვსაუბრობდი, იყო ის, რა წარმატებებს მიაღწია თავდაცვის სამინისტრომ და ქვეყანამ ნატო-სთან თავსებადობის კუთხით, ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით. ეს ძალიან კარგად იცის მან. მე უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი განცხადებები, მართლაც საქართველოს ინტერსებს ეწინააღმდეგება და ვისურვებდი, რომ ასეთი საუბრები შეწყდეს მთავრობის ყველა წევრისგან და პირველ რიგში პრემიერ-მინისტრისგან", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.