აქტუალური
საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. აღნიშნულ ფრაქციაში „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული ექვსი მაჟორიტარი დეპუტატია გაერთიანებული: კახა ოქრიაშვილი, გიორგი გოზალიშვილი, გოდერძი ბუკია, გოგი ლიპარტელიანი, ენზელ მკოიანი და სერგო ხაბულიანი.
„ჩვენი გაერთიანებით ყალიბდება 87-კაციანი საპარლამენტო უმრვალესობა და ქვეყანას არ დაემუქრება გაუთვალისწინებელი პოლიტიკური რყევები, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს ვადამდელი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ვფიქრობთ, რომ ამდენი არჩევნები დროის მოკლე პერიდში პირდაპირ ზანს მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკას, წინსვლას და საერთაშორისო იმიჯს", - აღნიშნულია ფრაქციის განცხადებაში.