საზოგადოება
„ეს უფრო გამწარებული, გაცხარებული კაცის განცხადებაა, ეს არის უსაფუძვლო, უპასუხისმგებლო და უმადური განცხადება...
როდესაც ადამიანი საუბრობს იმ წარმატებების ფონზე, რომელსაც მიაღწია საქართველომ საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე, ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას, 2 წლის განმავლობაში პროდასავლური, ევროპაზე და ევროატლანტიკაზე ორიენტირებული ხელისუფლების იმიჯი შეექმნა, სწორედაც რომ ირაკლი ალასანიას, მაია ფანჯიკიძის დამსახურებით დიდწილად. ჩემი წვლილი მეგონა და მწამს, რომ შევიტანე ჩემი ქვეყნის საუკეთესოდ წარმოჩინებაში, მაგრამ არაუშავს. ხალხმა იცის სიმართლე ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც... ამაზე საუბრობს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა... როგორც ბატონმა ბიძინამ დაადასტურა, ეს პოლიტიკური სიმწიფის ნაკლებობის პრობლემაა“,-განაცხადა პეტრიაშვილმა.