პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის გასაძლიერებლად მაჟორიტარმა დეპუტატებმა ფრაქცია - „დამოუკიდებელი მაჟორიტარები - ძლიერი რეგიონებისთვის“ ჩამოაყალიბეს

Dlya-pol-3საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. ფრაქციაში გაწევრიანდნენ დეპუტატები, რომლებმაც 2012 საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს. ფრაქციის თავმჯდომარე ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე იქნება.

დანარჩენი წევრები იქნებიან: გურამ მისაბიშვილი, მარიკა ვერულაშვილი, ანზორ ბოლქვაძე, იაშა შერვაშიძე, გიორგი ფეიქრიშვილი.

მას შემდეგ, რაც ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა შალვა შავგულიძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა და "თავისუფალ დემოკრატებში" გადასვლის შესახებ განაცხადა, უმრავლესობის შესანარჩუნებლად დეპუტატების საკმარისი რაოდენობა არ იყო, რადგან საპარლამენტო უმრავლესობაში სულ მცირე 76 დეპუტატი უნდა იყოს გაერთიანებული.

საპარლამენტო უმრავლესობას ასევე ფრაქცია "უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები" შეუერთდა. ამჟამად უმრავლესობის რიგებში 87 დეპუტატია. კოალიციიდან "თავისუფალი დემოკრატების" გასვლამდე, საპარლამენტო უმრავლესობაში 83 პარლამენტარი იყო გაწევრებული.