პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „მეც არ მომეწონა, რაც ალასანიაზე ვთქვი. ეს ჩემი მხრიდან სათქმელი, ალბათ, არ იყო“

Mne-pol-2საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. მეც არ მომეწონა, რაც ვთქვი, თუმცა თუ შეფასებებში ვიდავებთ, შემიძლია, ნებისმიერ ადამიანს შევეკამათო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

მე, ზოგადად, მიყვარს პირდაპირი საუბარი. ხშირად შეიძლება ვთქვა ის, რაც სათქმელია, თუმცა არასდროს ვკადრულობ ტყუილს და არასდროს ვამბობ მას საჯაროდ“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თავდაცვის უკვე ყოფილ მინისტრს, ირაკლი ალასანიას „ავანტიურისტი, უჭკუო და ამბიციური“ უწოდა.

ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა კი „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში მიუღებელი უწოდა მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს ალასანიას მიმართ. „ემოციებს უნდა მოთოკვა და აჩვენა, რომ ნაკლები პოლიტიკური პრაქტიკა აქვს გავლილი. ეს გამომჟღავნდა. მეც ვუწუნებ პოლიტიკურ სიმწიფეს“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.