პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა არის ჩვენი ძირითადი სახელმწიფოებრივი მიზანი“

Cel-polit-1საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. ჩვენ დავიცავთ სასაზღვრო ძალების უმნიშვნელოვანეს პრინციპს - ეს არის სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობის გზით საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სასაზღვრო ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მხოლოდ წელს სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში 13 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. 2014 წელს აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 10 ახალი სასაზღვრო სექტორი,”-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის დამცველებს გაწეული საქმიანობისთვის. ასევე, განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის წვლილი.

2014 წელს განხორციელებული სასაზღვრო ინფრასტრუქტურული პროექტების ოფიციალური პრეზენტაცია საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს ტერიტორიაზე გაიმართა და მას საქართველოში აკრედიტებული ელჩები და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები დაესწრნენ.