სამართალი
ალასანია: "ქვეყანა სამართლიანი კანონებით უნდა იმართებოდეს და არა ერთი კაცის ნებაზე!”

samart-3-anal-3საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ალასანიამ პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას განაცხადა. მან 2012 წლის არჩევნები გაიხსენა და თქვა, რომ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

მოგვეცა შანსი და ამ შანსს არ ვუღალატებთ. ქვეყანა ჭეშმარიტად დამოუკიდებელი რომ გახდეს, ეს ნიშნავს იმას, ჩვენ შეგვეძლოს ჩვენი ინტერესების დაცვა, თითოეული მოქალაქე თავისუფალი იყოს და მისი უფლებები იყოს დაცული. სახელმწიფო დაფუძნებული იყოს სამართლიან კანონზე და არა ერთი კაცის ნებაზე,“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

„თავისუფალი დემოკრატების“ თავჯდომარის თქმით, "ზიზღი და დაძაბულობა, უპატივცემულობა და შურისძიება პოლიტიკიდან უნდა გავუშვათ". ალასანიას თქმით, ეს  მთავარი მიზეზია, რის გამოც ორი ათეული წელია, დამოუკიდებლობის შემდეგ, ქვეყანა ბოლომდე მაინც არაა თავისუფალი.

ქვეყანას უშიშროება არ უნდა მართავდეს! მე იმედი მაქვს, რომ მომავალ არჩევნებში - 2016 წელს ხალხთან ერთად ”თავისუფალი დემოკრატები გამარჯვებას ვიზეიმებთ!“- აღნიშნა მან.