სამართალი
„საქართველოსთვის დაუძინებელი მტერია რუსეთი, რომლის მსხვერპლიც 1992-93 წლებში გავხდით!“ - საქინფორმის 5 ნოემრის პროგნოზი აღსრულდა - ალასანიას ანტირუსული ალიანსი 8 ნოემბერს შედგა

samart-2-anal-2საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. არაერთხელ განსაკუთრებული სიტყვა ვთქვით, მათ შორის მმართველ კოალიციაში ყოფნის დროს - ეს განცხადება ირაკლი ალასანიამ "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ჩვენ შეუქცევადად შევედით ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, ნატოსთან ჩვენი ურთიერთობა არის მტკიცე... დღეს მთელი მსოფლისთვის დაუძინებელი მტერი არის ფუნდამეტალიზმი, საქართველოსთვის დაუძინებელი მტერია რუსეთი, რომლის მსხვერპლიც 1992-93 წლებში გავხდით. 2008 წელს სწორედ მათ შემოტევამ დაგვაკარგინა ტერიტორიები, ჩვენი თანამებრძოლების სიცოცხლესთან ერთად...

აქ შეიძლება საფრთხე შეექმნას საქართველოს, საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე მოხდეს ჩრდილის მიყენება, ამას არ დავუშვებთ, რადგან ჩვენი შვილებისთვის გვინდა ისეთი საქართველო, რომელიც იქნება დაცული და კანონებით მართული... მე გპირდებით, რომ მოვივლით მთელ საქართველოს ყველა ოჯახს, ყველა რაიონს და მათთან საუბრის შედეგად შევქმნით ჩვენი ქვეყნის განვითარების გეგმას", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

"თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარედ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია აირჩიეს.

მაშ ასე, ძვირფასო მკითხველო: საქინფორმის მთავარი რედაქტორის 5 ნოემბრის პროგნოზი აღსრულდა - ალასანიას ანტირუსული ალიანსი 8 ნოემბერს შედგა.