"სახალხო კრება" რუსთაველის გამზირზე დღეს პრეზიდენტს ელოდება
"წარმომადგენლობითი სახალხო კრების" საინიციატივო ჯგუფი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს დღეს, 15:00 საათზე, პარლამენტის წინ დაგეგმილ კრებაზე მისვლას სთავაზობს. საინიციატივო ჯგუფის სახელით, განცხადება გია ბურჯანაძემ წაიკითხა.
მასში ნათქვამია, რომ ისინი სამართლიანობას დაიცავენ და ხელისუფლებას ხალხის წინაშე წარდგენის შესაძლებლობას აძლევენ. საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, ეს იქნება უტყუარი ტესტი, რითაც გამოჩნდება, აქვს თუ არა დღეს რამე საერთო ხელისუფლებას ხალხთან. საინიციატივო ჯგუფი კრებაში მონაწილეობას ყველა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფს სთავაზობს.