პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრობის ორ კანდიდატს უახლოეს დღეებში წარადგენს

polit-2საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. პრემიერის განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა მთავარ პროკურორთან შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე და აღნიშნა, რომ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ყოველდღიური შეხვედრები მისი სამუშაო განრიგის შემადგენელი ნაწილია.

მე სხვადასხვა საკითხზე ყოველდღიურად ვხვდები მინისტრებს და სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებს და ამაში განსაკუთრებული არაფერია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების საქმეზე გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნასთან დაკავშირებულ საკითხში იგი არ ერევა, რადგან ეს პროკურატურის კომპეტენციას წარმოადგენს.