რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ალასანიას არაბული შემოდგომა - 2014 წლის 15 ნოემბერს სააკაშვილი თბილისში „მაიდანს“ იწყებდა, რომელიც ალასანიას „არაბულ გაზაფხულში“ უნდა გადაზრდილიყო!

polit_1_redaq_1

საქართველოში ბევრს აინტერესებს კითხვა: რით აიხსნება თავდაცვის მინისტრი ალასანიას მოულოდნელი დემარში 4 ნოემბერს, რომელიც იმავე დღეს მისი გადაყენებით დასრულდა? ნუთუ გაეროში საქართველოს ყოფულმა ელჩმა - დიპლომატმა, რომელსაც აქამდე საჯაროდ არასოდეს დაურღვევია პოლიტკორექტულობა - ასეთი კატეგორიული და უსაფუძვლო განცხადება საქართველოს ევროატლანტიკური კურსის ღალატის შესახებ პრემიერ ღარიბაშვილის მთავრობის მიერ მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს მიერ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შესყიდვის საქმის გამოძიების გამო გააკეთა, რომელსაც კორუფციის ნიშანს ატარებს? თუ პროკურატურის მიერ საკვებად უვარგისი სურსათის შესყიდვის საქმის გამოძიების გამო, რასაც შედეგად 858 ჯარისკაცის ნაწლავური ინფექციებით მასობრივი მოწამვლა მოჰყვა? ნუთუ ალასანია იმდენად სულელია, რომ თავდაცვის მინისტრის სავარძელი თავისი მკვდარი პარტიის პოსტზე გაცვალა, რომლის ყრილობაც სპეციალურად 8 ნოემბრისთვის გამოაცხადა?!

საქმე ისაა, რომ პრემიერმა ღარიბაშვილმა აშშ-სთვის ყველაზე უპატიებელი შეცდომა დაუშვა - საჯაროდ განაცხადა, რომ მისთვის მთავარი საქართველოს ინტერესებია და რომ მათ შელახვაში ყველა მხილებული მკაცრად დაისჯება, ვინც არ უნდა უმაგრებდეს ზურგს. ამასთან ღარიბაშვილმა განაგრძო პრეზიდენტ სააკაშვილის და წინა ხელისუფლების დანაშაულების გამოძიება, რაც არაერთხელ და და მკაცრად აკრძალა ვაშინგტონმა.

თუმცა, როცა ღარიბაშვილმა ნატოს მიერ კონტროლირებადი და ცე-რე-უს სკოლის კურსადამთავრებული საქართველოში პენტაგონის მთავარი დასაყრდენისა და იმედის -  ალასანიას ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დანაშაულების გამოძიება გაბედა, სახდეპის მოთმინების ფიალა აივსო! საქართველოსთვის აშშ-მა ამოქმედა სახელმწიფო გადატრიალების კომბინირებული ვარიანტი: 15 ნოემბერს, 16:00 საათზე, „ნაცმოძრაობა“ დაიწყებდა თბილისში „მაიდანს“, რომელიც საღამოს „არაბულ გაზაფხულში“ უნდა გადაზრდილიყო! „ნაცმოძრაობის“ აქციის შემდეგ, რომელიც პროვოკატორების გეგმით, უნდა გადაზრდილიყო მასობრივ არეულობებში, თავდაცვის მინიტრ ალასანიას ღამის განგაშზე ფეხზე უნდა დაეყენებინა დედაქალაქის გარეუბნებიდან - ვაზიანის ბაზიდან და კრწანისის ცენტრიდან - საჯარისო ქვედანაყოფები, რომლებიც ამერიკელმა ინსტრუქტორებიმა ქალაქში ბრძოლის უნარ-ჩვევებში გაწვრთნეს და რომლებმაც ავღანეთი გამოიარეს (თბილისელებო, გახსოვთ ყოველღამიერი სროლისა და აფეთქებების ხმა თბილისში?!).

მეორე დილით კი - 16 ნოემბერს - ვაზიანისა და ალექსეევკის სამხედრო აეროდრომებზე უნდა დამჯდარიყო ორი ამერიკული ბორტი აშშ-ის საზღვაო ქვეითების  და ნაციონალური გვარდიის  ქვედანაყოფებით, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ თავდაცვის მინისტრ ალასანიას, რომელმაც „დროებით ხელში აიღო ძალაუფლება კონსტიტუციური წესრიგის დაცვის მიზნით აშშ-ის №1 სტრატეგიული პარტნიორ - ქვეყანაში“. ამერიკული დესანტის ფორმალური მიზეზი სავსებით საპატიო იქნებოდა - აშშ-ის საელჩოს შენობის დაცვა, რომელიც დედაქალაქის გარეუბანში, ჯ. ბალანჩინის ქ. № 11-ში მდებარეობს.

სწორედ მისიის, სახელწოდებით „გადამწყვეტი მხარდაჭერა“, დეტალების შეთანხმების მიზნით, ალასანიამ თავის დემარშამდე - ანუ 3 ნოემბერს - პენტაგონში მიავლინა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი კაპანაძე, რომელსაც პენტაგონის უმაღლესი ხელმძღვანელობა ელოდა: ნაციონალური გვარდიის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ჯოზეფ ლინგელი, თავდაცვისა და უშიშროების სააგენტოს ხელმძღვანელი, ვიცე-ადმირალი ჯოზეფ რიქსი, აშშ-ის ქვეითი ჯარების შტაბის უფროსი რეიმონდ ოდიერნო, აშშ-ის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე მარტინ დემპსი და საზღვაო ქვეითთა კორპუსის შტაბის უფროსის მოადგილე ჯონ პაქსტონი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა, მიუხედავად თავდაცვის მინისტრისა და მისი ყველა მოადგილის სკანდალური გადაენებისა, არ შეწყვიტა თავისი ვიზიტი აშშ-ში და მთელი გასული კვირა განაგრძო პენტაგონში ყოფნა - გენერალ-მაიორ კაპანაძეს ძალიან არ უნდოდა ალასანიას ავანტიურაში ქართული ჯარის ჩარევა, რომელიც, იმ აპლოდისმენტების მიუხედავად, რომლითაც მინისტრი პენსიაზე თავდაცვის სამინისტროს ქალთა კოლექტივმა გააცილა, არ იბრძოლებდა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და არ განაიარაღებდა პრემიერ ღარიბაშვილის ერთგულ ქართულ პოლიციას. ეს მისია დაევალებოდა ამერიკელ საზღვაო ქვეითებს.

მეორე დღეს კი - 17 ნოემბერს - საქართველოს პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდელი მარგველაშვილი, თავის ნაცმეგობრებთან - ბოკერიასა და მაჭავარიანთან მხიარული უქმეების გატარების შემდეგ სამსახურში გავიდოდა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებდა კომენდანტის საათთან ერთად, საქართველოს პარლამენტისადმი მოთხოვნით, დაემტკიცებინათ მისი ბრძანება, რაც მაშინვე შესრულდებოდა, რადგან კოალიცია „ქართული ოცნებას“ იმ მომენტისათვის უმრავლესობას უკვე დაკარგავდა!

ალასანიას სასწრაფო გადაყენებით ღარიბაშვილმა ჩაშალა ეს ვერაგი გეგმა, თუმცა, საქართველოსთვის საფრთხეს არ გადაუვლია - ის მუდამ იარსებებს, სანამ ხელისუფლება მთლიანად არ დაეყრდნობა ქართველ ხალხს და არ აღასრულებს მის ნებას - არ მოაშორებს ხელისუფლებიდან ახლო მეგობრების გუნდს, რომლებიც დღეს არც კი მალავენ თავის თბილ დამოკიდებულებას ერთმანეთისადმი - „ნაციონალებს“, „რესპუბლიკელებს“, „თავისუფალ დემოკრატებსა“, „ახალი მემარჯვენეების“ და „კარალევა მარგოს“ - ანუ „სააკაშვილის მეგობრების კლუბს“, რომელიც სძულს ქართველ ხალხს!

შემდეგი სიურპრიზი სწორედ  პრეზიდენტი მარგველაშვილისგან არის მოსალოდნელი, რომელსაც საქართველოში ზუსტი მეტსახელი „კარალევა მარგო“ გამოუძებნეს და რომელსაც ღიად უჭერს მხარს უკვე ორი პარტია - სააკაშვილის „ნაცმოძრაობა“, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტში 40-პროცენტიანი ფრაქციით არის წარმოდგენილი და ალასანიუას პარტია „თავისუფალი დემოკრატები“, რომელსაც პარლამენტში 10-დეპუტატიანი ფრაქცია აქვს, რომელთაგან ნახევარს მაღალი საპარლამენტო თანამდებობები უკავიათ: ზურაბ აბაშიძე - პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ვიქტორ დოლიძე - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ცაგარეიშვილი - გარემოსა  და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, გედევან ფოფხაძე - ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ სამი დეპუტატი - ონის რაიონის მაჟორიტარი თამაზ ჯაფარიძე, თელავის მაჟორიტარი გელა სამხარაული და გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩნენ და არჩევანი კოალიცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გააკეთეს.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ქართული არმიისთვის კვების პროდუქტების მიწოდების მსხვილი ტენდერები მოიგო, იყო კომპანია „Food Line Georgia”, რომელიც საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს მდივნის - რესპუბლიკელი იმერლიშვილის ქმარს ეკუთვნის. იმ იმერლიშვილის, რომელმაც გასულ კვირას განაცხადა, რომ „ალასანია მისთვის კვლავაც წარმატებული მინისტრია“...

ყველაფერი ზემოთქმულიდან გამომდინარე, აუცილებლად მიმაჩნია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილისა და სამოქალაქო ლიდერი ბიძინა ივანიშვილის, ასევე მათი ოჯახების დაცვის უსაფრთხოების ზომების სასწრაფოდ გაძლიერება.

P.S. "პროკურატურამ დაუწერელი წესები დაარღვია, როცა თავდაცვის მაღალჩინოსნები მინისტრის საქართველოში არყოფნის დროს დააკავა!" - გააკეთა მენტალიტეტით ქურდული განცხადება იუსტიციის მინისტრმა წულუკიანმა, რომელსაც ეყო ჭკუა, ალასანიას სოლიდარობის სადემონსტრაციოდ არ გადამდგარიყო, მაგრამ რომელსაც არ ესმის - ალასანია ევროპიდან ერთი დღით ადრე - 3 ნოემბერს რომ დაბრუნებულიყო, ის ჯარს ალყას შემოარტყმევინებდა თავდაცვის სამინისტროს შენობას, მეტიც - სამხედრო ამბოხზეც წავიდოდა, მაგრამ მათ არ დააპატიმრებინებდა!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2014 წლის 10 ნოემბერი
საქართველო, თბილისი