სამართალი
პარტია "თავისუფალი დემოკრატები" კოალიციის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

1-Vixod-samart-3საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი.  პარტია "თავისუფალი დემოკრატების" განცხადება კოალიცია "ქართული ოცნების" დატოვებასთან დაკავშირებით. “ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უწყების - თავდაცვის სამინისტროს და მისი ხელმძღვანელის, ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ მიმდინარეობდა ცრუ და დაუსაბუთებელი ბრალდებებით გაჯერებული მიზანმიმართული კამპანია.

ამგვარმა დესტრუქციულმა ქმედებებმა განუზომელი ზიანი მიაყენა საქართველოს საერთაშორისო იმიჯს, საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს, თავდაცვის უწყებას, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ამ პროცესს ეწირებიან სრულიად უდანაშაულო ადამიანები, რომლებიც ამ დრომდე იმყოფებიან პატიმრობაში. სამწუხაროა, რომ ამ პროცესში კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი წარმოჩნდა ერთი უწყების - პროკურატურის - მხარედ. ჩვენ მცდელობა არ დავაკელით, რომ ერთობლივად გამოგვენახა ამ ვითარებიდან გამოსავალი, მაგრამ ამაოდ.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ვტოვებთ კოალიცია "ქართული ოცნების" რიგებს, რომლის ერთ-ერთი სულისჩამდგმელები და ყველა ბრძოლის ავანგარდში ვიყავით

"თავისუფალი დემოკრატები" ვიქნებით საქართველოს ყველა მოქალაქის მაკონსოლიდირებელი ძალა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს თავისუფლების, ღირსების, ისტორიის და სამშობლოს იდეალებისათვის სამსახური", - ნათქვამია განცხადებაში.