სამართალი
2014 წლის ოქტომბერი 469 930 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2013 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე -2,4 %–ით ნაკლებია. რაც შეეხება იანვარ-ოქტომბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 4 657 525 ვიზიტი განხორციელდა, რაც 1,7%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი - 1 932 492 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 41,5%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 9%);
ბ) ტრანზიტი - 938 667 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 20,1%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -8%);
გ) სხვა - 1 786 366 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 38,4%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -0,1%).
2014 წლის ოქტომბერში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-11%), აზერბაიჯანიდან (+7%), სომხეთიდან (+4%), რუსეთიდან (+2%) და უკრაინიდან (-13%) განხორციელდა. საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ–ოქტომბერშიც კვლავ ტრადიციულად გამოირჩნენ: ლიტვა, პოლონეთი, ლატვია, დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები (შესაბამისად 83%, 32%, 23%, 12% და 10%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (37%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი - ბელორუსიის მოქალაქეები 49% მატებით.