ხათუნა სამნიძე: „რესპუბლიკელები“ კოალიციაში რჩებიან!“
საქართველო, 7 ნოემბერი,
საქინფორმი. ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარე
ხათუნა სამნიძემ "
ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.
„
თავისუფალ დემოკრატებთან“ ჩვენ დიდი ხანია, ვთანამშრომლობთ და ძალიან ბევრი გადაწყვეტილება მიგვიღია ერთად. რომელიმე საკითხზე მათთან არსობრივი დაპირისპირება არ გვქონია. ამ ტიპის თანამშრომლობა გაგრძელდება. ჩვენ მყარად ვართ წარმოდგენილნი პარლამენტში. ჩვენ ვრჩებით კოალიციაში და ყველა სხვა საკითხზე თუ პრობლემაზე ვაპირებთ კოალიციაში მსჯელობას“, - განაცხადა სამნიძემ და აღნიშნა, რომ ევროატლანტიკურ არჩევანს დღეს ხელისუფლებაში ალტერნატივა არ აქვს.