საზოგადოება
ივანიშვილი - ალასანიას: „მე შენ დაგიჭერ!“

1-Ia-sazog-1საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. კოალიცია ქართული ოცნების“ ოფისში გამართული სხდომის შესახებ, რომელსაც ალასანიასთვის მოულოდნელად კოალიციის დამფუძნებელი და არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა, დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება. თუმცა შეხვედრის შესახებ არაოფიციალური ამბები ხდება ცნობილი. ამ ცნობების მიხედვით ალასანიას გუნდისა და კოალიციის წევრების რამდენიმე წუთიანი შეხვედრა დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რა დროსაც ვიცე-სპიკერ ზურა აბაშიძესა და პრემიერ-მინისტრს შორის ხმამაღალი შელაპარაკება მოხდა, რომლის დროსაც ფიზიკური დაპირისპირების მცდელობაც იყო. ამ ხმამაღალი კამათის დროს ივანიშვილი ახლა უკვე მის ყოფილ თანაგუნდელს შემდეგი სიტყვებით დაემუქრა: მე შენ დაგიჭერ!“

„პირველმა რადიომ“ ინფორმაციის სისწორის გადამოწმება სცადა, თუმცა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე დამსწრე პირებმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.