პოლიტიკა
„კარალევა მარგო”: „ჩვენ, ქართველი პოლიტიკოსები, ვართ ბედნიერი, რომ ვემსახურებით ერს, რომელსაც გააჩნია მტკიცე არჩევანი, ეს არის ევროპული არჩევანი, რომელიც არა ჩვენ ან რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ გააკეთა, არამედ გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა!“

1-Gruzinskie-pol-3-an-3საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა: „ამ არჩევანის სამსახური არის დიდიპატივი. შესაბამისად, საქართველოს ევროპული კურსის ცვლილება არის რეალურად შეუძლებელი. მაგრამ, ამასთან ერთად, სრულიად შესაძლებელია დაისვას კითხვა, რამდენად ეფექტიანად ვემსახურებით თითოეული პოლიტიკოსი ჩვენი ერის ნებას და ამ კითხვას უნდა გაეცეს ადეკვატური პასუხები. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სამსახური უნდა იყოს უაღრესად ეფექტიანი, კონსტიტიუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მივმართავ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს - საქართველოს მთავრობის უახლოეს სხდომაზე განხილულ იქნას საკითხი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ნატოსთან არსებითი პაკეტის ეფექტიანი იმპლემენტაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. ხსენებული საკითხის განხილვას დავესწრები მე და უშიშროების საბჭოს მდივანი.

აგრეთვე, ვთხოვ საქართველოს პარლამენტს, უახლოესი პარლამენტის სხდომის დღის წესრიგში გაითვალისწინოს პრეზიდენტის საგანგებო მიმართვა პარლამენტისა და საზოგადოებისადმი",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.