პოლიტიკა
„მოღალატე, ავანტიურისტი, უჭკუო და ამბიციური მინისტრები, რომლებისგანაც გავთავისუფლდი! ალასანია ღიად ლობირებდა და მფარველობდა ნაციონალებს - ბოკერიას, უგულავას, მალე საზოგადოებას ელოდება სიურპრიზები, მისი თანამოაზრეები მასზე სამარცხვინო ფაქტებს შეიტყობენ!“
1-bezmozgli-pot-2-an-2საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი, მთავრობის მეთაური ირაკლი ალასანიას, მაია ფანჯიკიძისა და ალექსი პეტრიაშვილის განცხადებებს სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებად მიიჩნევს: “ის, რაც გააკეთა ალასანიამ, რა თქმა უნდა, ჩემთვის პირადად არის 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის გამარჯვების ღალატი და ქართველი ხალხის მოტყუების მორიგი მცდელობა, რაც მას არაერთხელ გაუკეთებია. მათი აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, არაადეკვატური, აბსურდული განცხადებები და „ნაციონალური მოძრაობის“ სტილის სიცრუე იყო და არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის. ბოლო ორი დღის განმავლობაში რამდენიმე საჯარო განმარტების გაკეთება მომიწია იმისთვის, რომ ბოლომდე გაგვექარწყლებინა შესაძლო ეჭვები, რაც მათ აბსურდულ განცხადებებს უკავშირდებოდა. თუნდაც ის, რომ მაია ფანჯიკიძეს ჰქონდა დემონსტრაციულად მოადგილეების გაყოლების მცდელობა, ადასტურებს მათ უპასუხისმგებლობას და უპატივცემულობას ჩვენი გუნდის წინაშე. ეს ადამიანები 3 წლის განმავლობაში ყოველდღე ჩვენთან ერთად იყვნენ. როგორ შეიძლება, ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით დაივიწყონ და უარი უთხრან იმ გამარჯვებას, რომელსაც მივაღწიეთ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ეს ძალიან სამწუხაროა ჩემთვის. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, დავით ზალკალიანის გარდა, თანამდებობებზე რჩებიან, ვინაიდან მათ დაიკავეს სახელმწიფოებრივი პოზიცია. მიმდინარე კვირას საქართველოს ორი საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობს და სამარცხვინო იქნებოდა, თუ მათ საგარეო უწყებაში არავინ დახვდებოდა”, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრებთან შეხვედრისას განაცხადა.