პოლიტიკა
„მოვუწოდებ ყველას, დიდი სიფრთხილით მოეკიდონ ისეთ საკითხებს, რომელიც შეეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, ეროვნულ ინტერესებს, ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს და მათ პერსპექტივებს!“, – პრემიერ–მინისტრის საგანგებო ბრიფინგი

1-CrezviC-pol-1-an-1საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. ირაკლი ღარიბაშვილი: „2012 წელს ხალხმა ნდობის მანდატი მისცა კოალიცია “ბიძინა ივნიშვილი - ქართულ ოცნებას“ სწორედ ჩვენს მიერ გაცხადებული კურსის და ღირებულებების გამო. ეს არცერთი ცალკე აღებული პოლიტიკოსის და პოლიტიკური გუნდის დამსახურება არ იყო და ვერავინ შეძლებს ამ ნდობის გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური ქულებისთვის. საქართველოს მთავრობა განუხრელად ადგას ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს, ეს კურსი არის ურყევი, ამ კურსიდან გადახვევა გამორიცხულია. ეს არის ჩვენი ხალხის არჩევანი და ურყევი ნება. ვერავინ მოახერხებს საკუთარ თავზე მიიწეროს ჩვენი ქვეყნის ევროპული ორიენტაცია. ხალხის არჩევანით სპეკულირება ყოვლად გაუმართლებელი და მიუღებელია.

საზოგადოებისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ განცხადებებს აკეთებენ ერთი პოლიტიკური პარტიის წევრები–„თავისუფალი დემოკრატები“. ისინი არჩევანს აკეთებენ პიროვნებასა და სახელმწიფოს შორის და სოლიდარობას უცხადებენ ერთმანეთს. თუმცა გამოძიების პროცესის შეფერხება პოლიტიკური სარჩულით დაუშვებელია. ამ ვითარებაში პოლიტიკოსებისა და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებული სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებები და თანამდებობების დემონსტრაციულად დატოვება ატარებს საბოტაჟის ნიშნებს და აზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს“. –აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.