სამართალი
ევროკავშირის და არა აშშ-ის კადრმა - იუსტიციის მინისტრმა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას“, რომელსაც თავისი შეუსაბამო დიპლომით ბევრი პრობლემა შეუქმნა და ევროკავშირიდან მიღებული ზარის შემდეგ თანამდებობაზე დარჩა...
1-Kadr-samart-3საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. ირაკლი ალასანიას გუნდის წევრს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ალასანიას მოხსნაზე და პეტრიაშვილი-ფანჯიკიძის გადადგომაზე გუშინ საღამომდე კომენტარი არ გაუკეთებია. იუსტიციის მინისტრი არც "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოზე გამოჩენილა.

"თავისუფალი-დემოკრატების" და "ქართული ოცნების" კუკლვარებიდან გამოსული ინფორმაციით, წულუკიანმა შესაძლოა კოლეგების მსგავსად თანამდებობა დატოვოს. მით უმეტეს, რომ ორიოდე დღის წინ განაცხადა, რომ პარტიაში დაბრუნდება, როგორც კი მინისტრი აღარ იქნება. ასევე, მან გააპროტესტა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება და საქართველოს მთავარი პროკურატურა "დაუწერელი კანონების დარღვევაში" დაადანაშაულა.

თუმცა, მოულოდნელად წულუკიანი თანამდებობაზე დარჩა, რადგან ჯერ ერთი, ევროკავშირის კადრია, საიდანაც სატელეფონო ზარი გაისმა და რომელთანაც ურთიერთობების გაფუჭება ასეთ სიტუაციაში საქართველოს მთავრობისთვის უპრიანი არ არის. მეორეც, ამით მან მადლობა გადაუხადა კოალიციას და პირადად ივანიშვილს, რომლებმაც 2012 წელს, "ნაციონალების" მიერ მინისტრის თანამდებობისთვის შეუფერებელი მისი დიპლომის აღმოჩენის შემდეგ, იგი არ გაათავისუფლეს...