სამართალი
მინდია ჯანელიძე: „შეიარაღებული ძალების განვითარების კურსი უცვლელი დარჩება, არმია პოლიტიკური კონიუნქტურისგან თავისუფალი იქნება“

1-Kurs-samart-2საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილმა მინდია ჯანელიძემ პრემიერს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

გაცნობიერებული მაქვს ის პასუხისმგებლობა და ტვირთი, რაც ამ თანამდებობას თან ახლავს და მზად ვარ ეს ნდობა გავამართლო“, - განაცხადა ჯანელიძემ, რომელმაც სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეიარაღებული ძალების განვითარების კურსი უცვლელი დარჩება და გაკეთდება ყველაფერი, რათა საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ნატოს. მისივე თქმით ჯარი პოლიტიკური კონექტურისგან თავისუფალი იქნება.